შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე პარლამენტის შენობასთან მივიდა
13-05-2018, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის პარლამენტის შენობასთან, სადაც „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მივიდა.

 


მან მცირე კომენტარი გააკეთა თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციებისა და ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ.

 


„როგორც მოგეხსენებათ, ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე და მიმდინარეობს გამოძიება“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მან თქვა, რომ 8 ნარკორეალიზატორის დაკავება და კლუბებში ჩატარებული ჩხრეკები ცალ-ცალკე განჩინებების საფუძველზე განხორციელდა, თუმცა საბანაძემ დამატებით დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

 

 

პარლამენტის შენობის მიდებარე ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა აქცია მიმდინარეობს. გუშინდელი აქციის შემდეგ, იქ ისევ შეიკრიბნენ „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერები, რომელთა ლოზუნგია „ჩემი თავისუფლებისთვის!“ და მათი მოთხოვნები კვლავაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოსტებიდან გადადგომაა, რაც 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ რეიდებს უკავშირდება.

 


„თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

 


რუსთაველის გამზირზე მივიდნენ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები. ისინი სკანდირებენ: „საქართველოს დიდება!“

 


მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ჭელიძემ მხარდაჭერა გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისადმი და განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს“.

 


„ბოლოს და ბოლოს ჩვენმა პოლიციამ ჩაატარა კლუბებში რეიდი, ჩაატარა სპეცოპერაცია, საიდანაც გვამებად გამოჰქონდათ ახალგაზრდები, ჩვენი სისხლი და ხორცი, ვინც უნდა დაიცვას სამშობლო... ბოლოს და ბოლოს მოხდა, რომ შევიდნენ, სპეცოპერაცია ჩაატარეს, ბარიგები დააკავეს და ეს რა თქმა უნდა, დასაწყისი უნდა იყოს. ნარკომოვაჭრეები, როგორც ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა დააკანონა, რომ ნარკომოვაჭრეები, ბარიგები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, აუცილებლად, ნარკომოვაჭრეები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით! სიკვდილის გამყიდველს, სიკვდილი!“, განუცხადა მედიას გიორგი ჭელიძემ.

 


„საქართველოს ეროვნული ერთობის“ და „თეთრი ხმაურის“ აქციების მონაწილეები ერთმანეთთან პოლიციის კორდონებით არიან გამიჯნულნი, რათა მათ შორის დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.

 


ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ასევე „ქართული მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერებიც აპირებენ შეკრებას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი