მას შემდეგ რაც, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციიდან საგანგებო მიმართვისას მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გაეძლიერებინათ უსაფრთხოების ღონისძიებები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თეთრი ხმაურის“ აქციის პარალელურად კონტრაქციაც მიმდინარეობს და სადაც მდგომარეობა დაძაბულია, რუსთაველის გამზირზე პოლიციის და სპეციალური დანიშნულების დამატებითი რაზმები, და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ.
„თეთრი ხამურის“ და მისი საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციელებს აქციები ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გამიჯნული და არ აძლევენ მეორე მხარეს საშუალებას, რომ „თეთრი ხმაურის აქციაზე მყოფებთან შევიდნენ.
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები კი პოლიციელებისაგან მოითხოვენ დაშალონ "თეთრი ხმაურის" აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იქ შეჭრით იმუქრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.