დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და მისი მოადგილის თანმდებობებიდან წასვლას ითხოვს
02-06-2015, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები უნდა დატოვონ. ამის შესახებ დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებით, დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის საგაზეთო ინტერვიუს ეხმაურება, სადაც არაბულმა რეგიონის გამგეობები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.


"გარკვეული თანამდებობის პირებისგან ხშირად მინახავს არაკომპეტენტური და უღირსი საქციელი. გუშინ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის ქმედება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე კომპონენტს აკმაყოფილებს. არაკომპეტენტური იმიტომ, რომ გუბერნატორის პირველმა მოადგილემ აუცილებლად უნდა იცოდეს გამგებლის და მერის უფლება-მოვალეობები, რაც მთავარია, საკუთარი ფუნქციები. რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე შემსრულებელთან ერთად, პასუხისმგებელია არა მხოლოდ გამგეობა და მერია, არამედ, გუბერნიაც. ხოლო თავად ტენდერის პირობებზე, რეგიონალური განვითარების სამინისტრო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პრობლემა თავად ტენდერის ჩატარების პირობებშია. იაფი ფულის პრინციპი ბუნებრივია, მოქმედებს პროექტის შერულების ხარისხზე.


რაც შეეხება უღირს საქციელს, ბატონი კობა არაბულის ნაამბობიდან ერთ მაგალითს მოვიყვან: საუბარია ქსოვრისში წყლის სათაო ნაგებობაზე, რომელიც მართლაც 1 300 000 მლნ. დაჯდა და დღეს ხელახლა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ არაბულს არაერთხელ განუმარტეს, რომ ეს პროექტი დასრულებულია 2010 წელს და ბრალი ყოფილ ხელისუფლებას მიუძღვის, ხელს მაინც ახალი გამგეობისკენ იშვერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხალხს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. ამგვარი სიცრუე ჭარბად იყო მის ნაამბობში.


უღირსი საქციელია ისიც, როდესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად საუბრობ იმაზე, რომ დეპუტატები და მინისტრები ერთ კორუფციულ სქემაში არიან გახვეულნი და ამის შესახებ თურმე გუბერნია ინფორმაციას აწვდის პრემიერ მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. სინამდვილეში კი ეს სხვა რამის გამოძახილია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მცხეთაში ხალხის ხარჯზე, ფულის გაკეთების საშუალებას არავის მივცემ. ეს არის ჩემი და "ქართული ოცნების" პრინციპი და ამ პრინციპს არ დავთმობ არაფრის ფასად. სწორედ ეს გახდა გუბერნატორის, მისი მოადგილის და მათი თანამზრახველების მხრიდან ჩემი და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მდაბიო დონეზე დაწყებული კამპანია. ეტყობა, მათ სერიოზულად ვუშლი ხელს.


მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას არაფრად ადარდებს მცხეთის სამუზეუმე 25 000 ექსპონატის ბედი, რომელიც სარდაფშია დასაწყობებული და პირადი მიზნებისთვის, შეგნებულად აფერხებენ მუზეუმის შენობის აღდგენა-რეაბილიტაციას. არც ის ადარდებთ, ექნებათ თუ არა მცხეთელებს სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. გამოცხადებული ტენდერიც კი შეჩერდა (ამის მიზეზი ვეჭვობ, არის გუბერნატორთან დაახლოებული პირის მიერ საგურამოში კერძო ინვესტიციით უკვე დაწყებული მსგავსი, მაგრამ სხვა დანიშნულების პროექტი). თურმე, არც ბაზარი სჭირდებათ მცხეთელებს. არც მათთვის გაძვირებული წყლის ტარიფით დაინტერესებულან. არც მუხრანში გაყიდული მიწებით. ფაქტია, ამ ხნის მანძილზე გუბერნიამ ვერ შეძლო ვერც ერთი საქმის გაკეთება მცხეთელებისთვის. თავიანთი წარუმატებლობა სურთ დეპუტატზე, გამგებელზე და ქალაქის მერზე გადაიტანონ. ამას ვერ შეძლებენ.


მცხეთას და მცხეთის რაიონს ჰყავს ღირსეული, პატიოსანი და პასუხისმგებლიანი მერი და გამგებელი, რომელთაც ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ამას ხალხი აფასებს, თუმცა, ხალხსაც აქვს მოთმინების ზღვარი. მათ მეხსიერება არ ღალატობთ და კარგად ახსოვთ "მცხეთაში მოპარული თვითმმართველობის არჩევნები", ამიტომ გუბერნიის მხრიდან გაკეთებული ყველა განცხადება ახლა უკვე პირველი მოადგილის პირით, ისევ მათ ცუდ იმიჯზე აისახება და ხალხის აღზევების სახით, უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ.


მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს და შესაბამის უწყებებს, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტები და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.


პირადად მე მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლო პირებმა გუბერნატორის და მისი პირველი მოადგილის სახით, თანამდებობა უნდა დატოვონ", -აღნიშნულია განცხადებაში.


დღესვე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, კობა არაბულის თანამდებობიდან წასვლა მოითხოვეს დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი