შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა, მისი გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ ოპონენტებს ხვდება და იმ შეკითხვებს პასუხობს, რაც პოლიციის მიერ 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს უკავშირდება.
მანამდე მან „იმედის“ პირდაპირ ეთერში მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მისცენ პოლიციას შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი.
მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას.
GUARDIAN.GE მალე განაახლებს ინფორმაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.