რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდები არიან „თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“, აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.