„ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმდინარე შეხვედრიდან დროებით გამოსულმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობასთან და მოუწოდა მის მხარდამჭერებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე.
„მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, მიმართა მან აქციის მონაწილეებს და ისევ შეხვედრაზე გაემართა.
მან პირობა დადო, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებების დეტალებს დაწვრილებით გააცნობს მომიტინგეებს.
ამასობაში, რამდენჯერმე დაიძაბა მდგომარეობა რუსთაველის გამზირზე, სადაც „თეთრი ხმაურის“ აქციის პარალელურად კონტრაქცია ტარდება, რომლის წარმომადგენლებიც არაერთხელ შეეცადნენ პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას და მათ ოპონენტებთან მიღწევას, თუმცა მათ ამის გაკეთების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.