ბექა წიქარიშვილის განცხადებით, გიორგი გახარია მზად არის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, რომელმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბა
14-05-2018, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ დიდია ესკალაციის რისკი და ამიტომ მათ მართებთ სიმშვიდის შენარჩუნება.

 


მან აღნიშნა, რომ მინისტრმა მათ პირობა მისცა, რომ ორშაბათს 10 საათიდან კიდევ ერთხელ შეხვდება მათ.

 


წიქარიშვილის თქმით, მინისტრმა თქვა, რომ იგი მზად არის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, რომელმაც ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისას თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

 


წიქარიშვილის ინფორმაციითვე, მინისტრმა გახარიამ ასევე პირობა დადო, რომ გადაიხედება ნარკოპოლიტიკის საკითხებიც.

 


წიქარიშვილის ამ განცხადების შემდეგ, „თეთრი ხმაურის“ აქციაზე აზრები გაიყო და წინააღმდეგობა წარმოიშვა. მას მისსავე მხარდამჭერებმა უთხრეს, რომ ეს მინისტრის მხრიდან „თვალში ნაცრის შეყრაა“ და შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები.

 


ამის შემდეგ აქციაზე 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა იმისათვის, რომ სამომავლო მოქმედების გეგმა შეიმუშავონ და გააცნონ ის მომიტინგეებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი