პარლამენტის შენობასთან მიმდინარე „თეთრი ხმაურის“ აქცია დაიშალა, კონტრაქცია კი გრძელდება
14-05-2018, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვის, მათთვის ბოდიშის მოხდისა და ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციების დეტალების მათთან ერთად განხილვის პირობის მიცემის შემდეგ, ერთი კვირით დაიშალა.

 

 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

 


გიორგი გახარიას და კახა კალაძის შეხვედრის შემდეგ, ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ კონტრაქციაც, რომელიც „თეთრი ხმაურის“ აქციის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარედ პოლიციის კორდონების მიერ გამიჯნულ ფორმატში მიმდინარეობდა, დაიშლებოდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩებიან. 

 

 

მანამდე კონტრაქციის მონაწილეები არაერთხელ შეეცადნენ კორდონების გარღვევას, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რამდენიმე მათგანი კი დააკავა კიდეც. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი