საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება. როგორც ცნობილია, შეხვედრა 10:00 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრა ერთი საათით გადაიდო.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შს სამინისტროში ჯერჯერობით არ მისულან. არსებული ინფორმაციით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები უწყებაში 11:00 საათზე მივლენ.
დღევანდელი შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შს მინისტრი მივიდა და 12 მაისის ღამეს ღამის კლუბებში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.