აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს და ჭორს უწოდებს.
როგორც ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება მისი და აჭარის მთავრობის მუშაობით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილო იყოს, რადგან რეგიონის საინვესტიციო დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია.
“წყაროს, საიდანაც ეს ინფორმაცია მოდის, აქამდეც ძალიან ბევრი აბსურდული ინფორმაცია გაუვრცელებია. მე ამას არ დავასტურებ. ეს არის აბსურდი. აჭარის საინვესტიციო დინამიკა ბოლო წლებში არის მზარდი, შესაბამისად, ვერ იქნება უკმაყოფილო ვერც ბატონი პრემიერი, ვერც ვერავინ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფინანსებში. ასე, რომ ეს მორიგი ჭორია, რომელსაც მოსახლეობა არ უნდა აჰყვეს”, – განაცხადა ხაბაძემ.
მისივე განმარტებით, გადადგომას მორიგ, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე არ აპირებს.
“ვადასტურებ, რომ 2016 წლის ოქტომბრამდე, სანამ მორიგი არჩევნები არ იქნება, მე დავრჩები პოზიციაზე და გავაგრძელებ მუშაობას. ჩვენი მთავრობის მოქმედება წარმატებულია და ვფიქრობ, ამას მოსახლეობა ადეკვატურად შეაფასებს”, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.