ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც არა ივანიშვილის ოჯახიდან წამოსული მორიგი ავადმყოფური „კლიპით“, არამედ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს - სააკაშვილი
14-05-2018, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქვეყანას ჭირდება დასაქმების, ახალგაზრდობისთვის მომავლის შექმნის პოლიტიკა და მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკას გაატარებს, იხელმძღვანელებს საქართველოს და მისი საზოგადოების გამარჯვების ინტერესებით და არა ივანიშვილის ოჯახიდან წამოსული მორიგი ავადმყოფური ‘კლიპით’“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 


„ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით. ერთ დღეს ისინი უშვებენ მომაკვდინებელი ნარკოტიკების მასიურ გაყიდვას, რასაც ახალგაზრდობა ეწირება, მეორე დღეს, ხალხმრავალი კლუბების დარბევის სრულიად უგუნურ ბრძანებას იძლევიან და მესამე დღეს კი, იძლევიან ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაპირებას. ამასობაში, ახალგაზრდებს უკლავენ ყველანაირ პერსპექტივას, უსპობენ სამუშაო ადგილებს, ქვეყანაში მრავალი ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტია სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, უამრავი ახალგაზრდა ლომბარდში აბარებს ყველაფერს და სათამაშო ბიზნესის მსხვერპლი ხდება, ამ უპერსპექტივობის და გამოუვალი სიტუაციის შედეგად, ასობით ათასი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, ან ვინც რჩება, მათი ნაწილი, ნარკოდამოკიდებული ხდება. ქვეყანას ჭირდება დასაქმების, ახალგაზრდობისთვის მომავლის შექმნის პოლიტიკა და მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკას გაატარებს, იხელმძღვანელებს საქართველოს და მისი საზოგადოების გამარჯვების ინტერესებით და არა ივანიშვილის ოჯახიდან წამოსული მორიგი ავადმყოფური ‘კლიპით’“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   diana
      
დაიკარე აქედან შე ღორო! am

დაიკარგე აქედან შე მაიაკო ღორო!
14 მაი 2018 22:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი