ვანის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელეს
14-05-2018, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა, ზურაბ ლიპარტიამ და გიორგი იაკობაშვილმა მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის, თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

 

 

დღეის მდგომარეობით, ვანში აზიური ფროსანას საწინააღმგეგო ქიმიკატებით შეიწამლა სამი სოფელი: მთისძირი, შუამთა და ტობანიერი. შეწამვლითი სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა და გამოდარებისთანავე განახლდება.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი