ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა პროექტ ,,კარცერი-ლუქსის“ /ვკითხულობთ კლასიკას/ IV სეზონი, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას.
კონკურსში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის სკოლების 9 გუნდი: ,,კალიოპე“ /ცაგერი/, ,,ტიტრები“ /ცაგერი/, ,,ასხი“ /ზუბი/, ,,წიგნიერი“ /ბარდნალა/, ,,თაკვერი“ /ლაცორია/, ,,მზებურა“ /წმ.ილია მართლის სახელობის ცაგერის გიმნაზია/, ,,მარგალიტები“ /ლასურიაში-დეხვირი/, ,,საგზალი“ /ლაჯანა/, ,,ბუნების მგოსნები“ /ორბელი/.
კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვეს: უფროს ასაკობრივ ჯგუფში - ცაგერის საჯარო სკოლის გუნდმა ,,კალიოპემ“ და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში წმ. ილია მართლის სახელობის ცაგერის გიმნაზიის გუნდმა ,,მზებურამ“.
გამარჯვებულები მერიისა და საკრებულოსგან დაჯილდოვდებიან ორდღიანი ექსკურსიით ვაჟა-ფშაველას მშობლიურ მხარეში, ფშავ-ხევსურეთში.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.