შინაგან საქმეთა სამინისტროში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც შს მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საბურისას განაცხადა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი.
„შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით და ეს იქნება ასე ვთქვათ ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს.
მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე, არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც მთავარ პროკურატურაში არ არსებობს", განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეხვედრას „თეთრი ხმაურის მოძარობის“ წევრები - დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები გურამ იმნაძე და სოფო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია დაესწრნენ.
შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებოდნენ ასევე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე.
შეხვედრაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.