დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ბერა ივანიშვილის ახალი კლიპიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ „მმართველ ოჯახს" გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება.
„მე მინდა გავფრთხილო მთავარი ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილი - ერის რისხვა იქნება გარდაუვალი, თუ მოახდენ ახალგაზრდობის გადასაშენებელი ნივთიერებებით თავისუფალი ვაჭრობის ლეგალიზაციას", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც პარლამენტს მოუწოდა, ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა დააწესოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.