შინაგან საქმეთა სამინისტროში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, ქუჩაში ისევ საპროტესტო აქციები დაიწყება.
„ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ფორმატის განსაზღვრაზე აგვეღო ინიციატივა, ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ეს იქნება უფრო წარმომადგენლობითი, წარმოდგენილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გუშინ, ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად სიმართლისთვის. ეს ვერ იქნება ფართომასშტაბიანი, თუმცა თითო წარმომადგენელი იქნება. გუშინ ცაიტნოტში მოგვიწია მოქმედებები, საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, როცა დაგვიძახეს მოსალაპარაკებლად და იმ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური უზრუნველყოფა.... მე ვეთანხმები პროტესტის დროებით შეჩერების პროცესს, პროტესტი ძალაში რჩება. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში“, განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
შეხვედრისას დღეს ორი სამუშო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. შს მინისტრის განცხადებით, მათგან ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტიკაზე, მეორე კი 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.