ის მოვლენები, რაც შსს-ს 12 მაისის სპეცოპერაციას მოჰყვა ნარკო მოვაჭრეების გამოსავლენად და დასაკავებლად თბილისის ღამის კლუბებში, სადაც წლებია „ჰყვავის“ ნარკობიზნესი და მისგან გამომდინარე ქვეყანაში არსებული ზნეობრივი დეგრადაცია, ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო!
დიახ, ეროვნულ-ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების მატარებელ საქართველოში, სადაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მავანნი პერმანენტულად ნერგავენ უცხო ულტრალიბერალურ ღირებულებებს და ფასეულობებს, ქვეყანაში მდგომარეობა აუცილებლად მივიდოდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რისი მომსწრეც გავხდით 14 მაისს! ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული სიტუაცია „წკიპზეა“ და შექმნილ მდგომარეობაზე, უპირველესად სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს (ნაცები) და ივანიშვილის „გასაოცარ ჩრდილოვან მმართველობას“ (ქოცები) ეკისრება პოლიტიკური, სამართლებრივი და ზნეობრივი პასუხისმგებლობა! მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია არ გახდა უკონტროლო და ამის ერთადერთი შემაკავებელი ძალა გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა, როგორც ჩანს, მათი ავტორიტეტიც უსაზღვრო არ არის, მთელი რიგი მიზეზების გამო!..
P.S. ზოგადად და სიღრმისეულადაც, „თავისუფლება“ თავაშვებულობას არ ნიშნავს, ასევე, „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“ უზნეობის პროპაგანდის უფლებას არავის აძლევს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.