თბილისში, ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
ექიმის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებიდან თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
„პაციენტი შემოყვანილი იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა თავის ტვინში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა.
ერთჯერადად მოხერხდა გულის მოქმედების აღდგენა. შემდეგ ისევ მოხდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, აცხადებს ექიმი თეონა ხუჭუა.
შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.