„ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ და „ქართული მარში“ ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
14-05-2018, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით ამ წუთებში „ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ და „ქართული მარში“ მსვლელობას მართავენ.

 

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ის მოთხოვნები, რაც აქციის „შენი თავისუფლებისთვის!“ მონაწილეებს ჰქონდათ.

 


„თითოეული ჩვენგანი შეურაცხყოფილები ვართ იმ შეურაცხყოფით რომელიც მათ მიაყენეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს, როდესაც სტრიპტიზი იცეკვეს იქ და ათასგვარი სისაძაგლე ჩაიდინეს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი დემონსტრაციით ყველას დავანახოთ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს იმ პოზიციას რაც ხდებოდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ახალგაზრდების გამოსვლას ჩვენ არასოდეს არ შევეწინააღმდეგებით მაგრამ აქ არის საქმე თუ რა ძალები გამოდიან. ეს იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები", განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

მსვლელობაში პოლიტიკოსებიც, მათ შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურიაც მონაწილეობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი