დუშეთის მერიაში პედაგოგთა კონფერენცია ჩატარდა - მუნიციპალიტეტის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა
14-05-2018, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეთა, კერძოდ, კონსულტანტ-მასწავლებლის, ნატო გოგატიშვილის ინიციატივით პედაგოგთა კონფერენცია ჩატარდა.

 


იგი მიზნად ისახავდა პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პედაგოგთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობას.

 


კონფერენციას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან ერთად, ქ.დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

 


მონაწილე პედაგოგები დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი მოხსენებებით წარდგნენ, რომლებიც კრედიტქულებით შეფასდა. პედაგოგებს გადაეცათ სერტიფიკატები, სკოლებს კი - წიგნების სასაჩუქრე ნაკრები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა (დაბლა ფოტოზე ხელმარჯვნივ) ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მზევინარ ხუბულურს და შალვა ბექაურს გაწეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

 

 

 


აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მხარდამჭერნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“; ქ.დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; სოფ.არღუნის საჯარო სკოლა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 


ინფორმაციას და ფოტომასალას დუშეთის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი