გიორგი კვირიკაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო
15-05-2018, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უშიშროების საბჭომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო.

 


„ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად იყოს აღნიშნული. კონკრეტულად, საუბარი იყო, როგორ, რა ფორმით უნდა აღინიშნოს ეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოოს ნატოს წევრობასთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი. ვისაუბრეთ რეგიონში უსაფრთხოების დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, ბუნებრივია - რუსეთის ოკუპაციაზე, ასევე, რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. მოვისმინეთ შესაბამისი უწყებების ინფორმაცია და ვიმსჯელეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ასევე, ვისაუბრეთ თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზე. მინისტრმა წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია და განვიხილეთ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვისაუბრეთ კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ე.წ GDRP-ზე, რომელიც, აშშ-თან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი