„ევროპის დღეები 2018“–ის ფარგლებში დაბა მესტიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის და საქართველოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო მასალების წარდგენა/გამოფენა და საინფორმაციო აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში შემეცნებითი აქტივობები გაიმართა და მონაწილეებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
მოსწავლეებმა და მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს პიარ–აქციაში და მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები უვიზო მიმოსვლის და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ.
ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და დაბა მესტიის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.