საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „Jamestown” ფონდის წარმომადგენლებთან განიხილა.
დღეს ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში „Jamestown” ფონდის გლობალური კვლევებისა და ანალიზის დირექტორთა საბჭოს წევრებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოს, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და რეგიონული უსაფრთხოების შეფასების მიზნით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ.
ფონდის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლო მომვალში აშშ-ში ვიზიტი იგეგმება, რაც ქართულ მხარეს „Jamestown” ფონდთან დისკუსიების გაგრძელებისა და თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვის საშუალებას მისცემს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.