თავდაცვის სამინისტროში უკრაინისა და მოლდოვას თავდაცვის სამინისტროების, ასევე უსაფრთხოების სექტორის სხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა და სტუმრებისთვის გენდერული თანასწორობისა და და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. საუბარი შეეხო გენდერული მრჩევლის ინსტიტუტის მუშაობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინტენსიურად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას UN WOMEN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებს.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაშიც გამართავენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.