წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე „თამარობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა
14-05-2018, 20:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე, ყოველ წელს „თამარობის“ სახალხო დღესასწაული იმართება. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა.

 


ღონისძიების ორგანიზატორი იყო „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“.

 


„თამარობის“ დღესასწაული გეგუთში სპორტული აქტივობებით დაიწყო. გაიმართა ქართული ჭიდაობა და დოღი. გარდა ადგილობრივებისა სპორტულ აქტივობებში , ვანისა და თერჯოლის ნორჩი ფალავანებიც მონაწილეობდნენ.

 


გამარჯვებულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და ა(ა)იპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა რევაზ მესხმა დააჯილდოვეს.

 


დღესასწაული გეგუთის კულტურის სახლის აწ გარდაცვლილი დირექტორის ლია ხოტივარის სცენარით წარიმართა. „ ახალგაზრდებმა შთამბეჭდავად გააცოცხლეს საქართველოს დიდებული ისტორიული წარსული და ხოტბა შეასხეს წმინდანად შერაცხულ მეფე თამარს.

 


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 


აღსანიშნავია, რომ „თამარობა“ საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან.

 

 

ქართველთა სამოციქულო ეკლესია 14 მაისს წმინდა თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი