საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მსვლელობა 11:30 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი ოჯახებსა და გვარებს დალოცავს.
„ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, ჩვენ გვინდა ნამდვილ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე.
ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან.
გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იქნას აღკვეთილი.
ვემიჯნებით ერთმნიშვნელოვნად ყველანაირ აგრესიას. ეს არ არის აგრესიის გამოსახატავი დღესასწაული თან წლევანდელი დღესასწაული დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს და გვინდა, რომ ვაქციოთ ნამდვილ ზეიმად“, განაცხადა ბრიფინგზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.