შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მზად ვართ, მინისტრი მზად არის, რომ პარლამენტში მოვიდეს და ყველა კითხვას, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს შეეხება, ღიად ვუპასუხოთ“, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
გოიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით თავდაპირველად საპარლამენტო უმცირესობამ, ხოლო შემდეგ უმრავლესობამაც მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.