საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ახალციხის მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც საკონტრაქტო სამსახურის პირობები და ჩარიცხვის კრიტერიუმები გააცნეს.
ჯარისკაცებმა მათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთები დაურიგეს, ასევე გააცნეს ის უპირატესობები, რაც ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს უკავშირდება.
საინფორმაციო კამპანია პარალელურად ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.