თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე უძღვებოდა.
მოისმინეს და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
• თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სატენდერო განაცხადისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცება;
• თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. რუფოთში ჭანკვეტაძეების უბნის საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სატენდერო განაცხადისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცება;
• თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა სიმონეთში წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სატენდერო განაცხადისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.