თურქეთის ტელეკომპანია "ტრტ"-ზე საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაგრძელდება. როგორც ,,კვირას" ქართული კულტურის სახლის წარმომადგენლებმა აცნობეს, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ქართული პროექტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.
შარშან, პირველად თურქეთის ისტორიაში, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის მხარდაჭერით, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია "ტრტ"-ზე საქართველოს შესახებ მრავალსერიანი (13 სერია) დოკუმენტური ფილმის ჩვენება დაიწყო.
ფილმში, რომლის სახელწოდებაა "კავკასიის ქარი", საქართველოს ყველა კუთხეა წარმოდგენილი.
თურქეთში ნაჩვენებ ამ სერიებს ჩვენებური ქართველების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პროექტის განხორციელებაში ავტორთა ჯგუფს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები: ეთნომუსიკოლოგები, ეთნოლოგები და სხვ. ეხმარებიან.
ეს არის პოპულარულ ფორმატში მომზადებული კულტურულ-საგანმანათლებლო გადაცემა და მას თურქეთში ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში სერიოზული წვლილი მიუძღვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.