გარდაბანში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა
15-05-2018, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ გარდაბანში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც შაბათ-კვირას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს. განათლების ახალი კერის გახსნის ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების შემსრულებელი რევაზ ეგაძე დაესწრო.

 


პროექტის მიზანია, თამაშის პედაგოგიკის პრინციპებით ხელი შეუწყოს ბავშვებში კოგნიტური უნარის, ყურადღების კონცენტრაციის, ლოგიკური აზროვნების, აღქმის, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას.

 

 

ქალაქ გარდაბანში ეს პირველი მოსამზადებელი ცენტრია, სადაც აღსაზრდელებს საშუალება ეძლევათ განივითარონ სკოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. აღსაზრდელებთან ორი კვალიფიციური პედაგოგი იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ისინი პროფესიით ფსიქოლოგები არიან და ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

 


პროექტი - „გავერთიანდეთ ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დახმარებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი