გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა
02-06-2015, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს და ესტონეთის დელეგაციებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გამართეს.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ესტონეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივას.


პრეზიდენტებმა ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს.


"ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ტომაას ჰენდრიკ ილვესს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ თანადგომას, რომელიც ესტონეთმა, 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს, საქართველოსადმი გამოიჩინა", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებიც განიხილეს. საუბარი შეეხო იმ საერთო ძალისხმევას, რომელმაც ევროინტეგრაციის სიკეთეები, ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეებისათვის უფრო თვალსაჩინოდ უნდა აქციოს.
"საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განმარტავენ პრესსამსახურში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი