ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ".
„მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი.
მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.