„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დღეს ვიზიტად რუსეთს ეწვევიან. როგორც გამგზავრების წინ პარტიის წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსი მოსკოვში შეხვედრებზე განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე პრობლემური და საჭირბოროტოა.
მარშანიას თქმით, განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
„ჩვენ მივდივართ მოსკოვში ცხადია ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ. რასაკვირველია, ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობა საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია.... ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრჩელდება... ჩვენ ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე პრობელემურ საკითხებზე, ტრაგიკულ საკითხებზე, აღსავსეა ჩვენი ურთიერთობა ტრაგედიებით, ვისაუბროთ", განაცხადა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.