თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.
მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე, საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება ვერ შეძლეს. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს წარმოადგენენ, რომლებმაც თავის დროზე, ბინათმშენებლობის ღირებულება გადაიხადეს, თუმცა სახელმწიფომ ამ ბინების მშენებლობა ვერ შეძლო და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც სახელმწიფოს ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები“, განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც პირველ ეტაპზე, მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე, ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდებიან. შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც სარეიტინგო ქულა არ გააჩნია, შეუძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართონ“, აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.