თურქეთიდან გაძევებულ ისრაელის ელჩს სტამბოლის აეროპორტში ფეხსაცმელი გახადეს
16-05-2018, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღაზას სექტორში, ორშაბათს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ პალესტინელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო ისრაელსა და თურქეთს შორის დიპლომატიური უთანხმოება გრძელდება და ოთხშაბათს ისრაელის უმაღლესი რანგის დიპლომატის „შეურაცხყოფით“ გაგრძელდა.

 


როგორც „The Times of Israel“-ი იტყობინება, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩის გამოძახების შემდეგ იგი ქვეყნიდან გააძევა.

 


გამოცემის თანახმად, ელჩ ეითან ნაეჰს, რომელსაც უბრძანეს რომ დროებით დაეტოვებინა თურქეთი, აეროპორტი უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში დაატოვებინეს, მას შემოწმებისას ფეხსაცემელიც გახადეს და ამის გადასაღებად აეროპორტში თურქული პრესაც მიიწვიეს. ამან კი ისრაელს საპასუხო ზომების მიღებისკენ უბიძგა.

 


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩის მოადგილე უმუთ დენიზი სამინისტროს შენობაში გამოიძახა, თან ჟურნალისტებიც მიიწვია, რომ გადაეღოთ მისი იქ მისვლა, დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების პროცედურა და მისთვის დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევა.

 


„ამის საფუძველი, სხვა მიზეზებთან ერთად, იყო ისრაელის ელჩის, ეითან ნაეჰის არასათანადო მოპყრობა სტამბოლის აეროპორტში, უსაფრთხოების ბარიერის გადაკვეთისას მკაცრი შემოწმება და თურქული პრესის განზრახ მიყვანა აღნიშნულის გადასაღებად“, აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი