საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მზაობას რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა.
ვაშაძის აზრით, მარგველაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო ვადა ეწურება, კრემლის ინტერესის ობიექტი ვერ იქნება.
„ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია, რით მივა საქართველოს წარმომადგენელი - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება - ამ შეხვედრაზე. ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა, მაშინ კრემლისთვის კიდევ უკეთესი - იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ - ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა, ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დროა, აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასეც კარგია კრემლისთვის და ისეც. ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას" რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამით მთავრდება", განუცხადა „რუსთავი 2"-ს გრიგოლ ვაშაძემ.
სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში იქნება თუ მოსკოვში. აი, იქიდან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, ეს განცხადება კი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
მარგველაშვილი იწონებს იმ პოლიტიკას, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში გააჩნია.
„რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით არის სწორი. ჩვენ ვამბობთ, გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს, რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს - მოდით თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენც მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.