იოზეფ ბლატერი "ფიფას" პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა
02-06-2015, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ფიფას" კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, 79 წლის იოზეფ ბლატერმა "ფიფას" პრეზიდენტის პოსტზე 17 -წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ბლატერის შემცვლელი "ფიფას" სპეციალურ კონგრესზე უნდა აირჩიონ. ბლატერმა თავის განცხადებაში მოუწოდა ყველას, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს საგანგებო კონგრესი, რადგან მისი ჩატარების გეგმიური თარიღი 2016 წლის 13 მაისია. კონგრესის მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოვალეობის შესრულებას თავად ბლატერი გააგრძელებს.

 

 

გასულ კვირას იოზეფ ბლატერმა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.

 


არჩევნები მსხილი კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. იოზეფ ბლატერს მოუწოდებდნენ გადამდგარიყო, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი