გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 16 მაისს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სკინჩთან’’ ხელშეკრულება გააფორმა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჯანდარაში, ვახტანგისში, ქესალოსა და ნაზარლოში 15 კილომეტრამდე გზის საფარი მოასფალტდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 356 903 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 70-დღიანი ვადა განესაზღვრა.
ობიექტზე კონტროლ/ინსპექტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას-მერიის მიერ შერჩეული, ამ სფეროში კომპეტენტური შპს „ოპტიმალ გრუპ +“ განახორციელებს.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.