ლევან იზორია: „ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი, ურყევი და მტკიცეა“
16-05-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი, ურყევი და მტკიცეა“, ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე“.

 


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, რის შედეგადაც თავდაცვის უწყება ნატოს სტანდარტებს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებებით აკმაყოფილებს. მათ შორის საუბარია ბიუჯეტის სწორად და დაბალანსებულად გადანაწილებაზე, ბიუჯეტში შეიარაღების შესყიდვის წილის 20,9 % -მდე გაზრდის და თავდაცვის ბიუჯეტის განსაზღვრა მშპ-ის 2%-იან ნიშნულზე.

 

 

სიტყვით გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნება,რაც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს.

 


თავდაცვის მინისტრმა მოხსენებაში შეკავების პოლიტიკასა და ამერიკული ანტი-სატანკო სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იზორიას განცხადებით თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემა კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობისა.

 

 

პანელზე - „ათი წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო ურთიერთობების დირექტორი იან ბონდი და ფონდ ჯეიმსთაუნის უფროსი მკვლევარი ვლადიმირ სოკორი. სესიას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი მოდერატორობდა.

 

 

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი“ რონდელის ფონდის, სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი