„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რონამ გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს - „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ და ასევე კონტრაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა ხელისუფლებას რუსეთიდან მართული ნეონაცისტური აგენტურის მეშვეობით სურს.
„ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი ოპოზიციის განეიტრალებისა, ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისა, მის მიერ მართული ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ის, რაც ხდებოდა ამ დღეებში არის პირდაპირი დანაშაული. ნუ ჰგონია შს მინისტრს, რომელიც აქ მობრძანდება, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული როგორც ტრიუმფატორი, დღეისთვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი", განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.