15 მაისს, თბილისში გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ყველა თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეეებმა, გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა.
გენდერული თანასწორობის მიღწევა ადგილობრივ დონეზე: არსებული გამოცდილების გაზიარებაზე არჩეული იყო 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია - მერი ანივარდ მოსოიანი.

ღონისძიება გახსნეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა; ქალაქ თბილისის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა ლორა თორნტონმა.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP).
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.