ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საფეხბურთო ტურნირი გრძელდება. ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე დღეს მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.
დაპირისპირება ადიგენისა და ხევაშენის გუნდებს შორის, ადიგენის გამარჯვებით, ანგარიშით - 3:0 დამთავრდა, რითაც აღნიშნულმა გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ხვალ, 17 მაისს გაიმართება მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს უდე-გორგული დაუპირისპირდებიან და მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.
შეჯიბრებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო ტურნირის დღევანდელ მეოთხედფინალს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.