ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლარის დევალვაციაციასა და მის მიერ დაწყებული პროექტების შესახებ გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა ახალ მთავრობას ბიუჯეტში ბევრი ფული დაუტოვა, თუმცა როგორც მან თქვა, "დიდი ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს თავის პოპულისტურ, იაფფასიან პროგრამებზე".
„როდესაც ჩვენ გადავაბარეთ ივანიშვილს მთავრობა, ქართული ვალუტის კურსი იყო 1.62, იმაზე ნაკლები ვიდრე მაშინ, როდესაც შევარდნაძისგან ჩვენ ჩავიბარეთ. ჩვენ დაუტოვეთ მათ ძალიან ბევრი ფული, ეს ფული იყო განვითარებისთვის, ეს ფული არავის მოვაპარინე, ვაჯექი ზემოდან და მე თვითონ ვაკონტროლებდი, რომ არავის არ მოეპარა. ეს რამდენიმე მილიარდი იყო იმისთვის, რომ აგვეშენებინა ლაზიკის პორტი და ათობით მილიარდი ამოგვეღო იმ დახარჯული ასეული მილიონიდან. აგვეშენებინა სვანეთის გვირაბი, დაგვემთავრებინა თბილისში შემოვლითი გზა, რომ არ ყოფილიყო საცობები… საცობები მარტო დისკომფორტი კი არ არის, არამედ ეკონომიკას ბლოკავს – ერთი ადგილიდან მეორეში ვერ მიდიხარ, ვერ მოძრაობ.
ეს ყველაფერი ამათმა აიღეს, დიდი ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს თავის პოპულისტურ, იაფფასიან პროგრამებზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანებს სარგებელი ნამდვილად მოუტანა, მაგრამ ერთჯერადი სარგებელი იყო, გრძელვადიან განვითარებაზე არ იყო მორგებული. მერე ეს ფული დამთავრდა, შემოსავლებში გარღვევა აქვთ. ამ სიტუაციაში კი ახალი ინვესტიციები არ შემოდის, იმიტომ რომ კურსი არ არის ნათელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.