ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია აღარ გაიმართება
17-05-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, 17 მაისს აქცია აღარ ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

 

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა.

 

 

დაწყებული საპროტესტო აქციის ესკალაცია გახლდათ ის, რომ რუსთაველის გამზირი დავიკავეთ არამხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა, ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელსუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თავიდან იქნა აცილებული მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით.

 

 

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან“, აღნიშნულია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი