სამებაში საკათედრო ტაძარში ამაღლებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
„დღევანდელ დღეს მორწმუნისათვის განსაკუთრებული სიხარულია, რადგან მაცხოვარი მიწიერი ცხოვრების დასრულების, მისი ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ მეორმოცე დღეს მოციქულების თანდასწრებით ზეთისხილის მთაზე ზეცად ამაღლდა, თავის ღვთაებრივ პატივსა და დიდებას დაუბრუნდა, რომელიც მას დედამიწაზეც ჰქონდა. როგორც ოფიციალურად განცხადდა, წირვის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებიდან სამრევლოს წარმომადგენლები სასულიერო პირებთან ერთად მოვლენ და ერთობილი პარაკლისი აღევლინება, რადგანაც დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით დაკავშირებულია ოჯახურ სიწმინდესა და კეთილდღეობასთან”, განაცხადა მამა თეიმურაზ თათარაშვილმა.
დღესვე, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.