იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
17-05-2018, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს. პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

 


ამ ეტაპზე სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს, სრულად რემონტდება ჯგუფები, კვების ბლოკი და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ახალი საბავშვო ბაღი სექტემბრიდან 60 აღსაზრდელს მიიღებს.

 


სოფელ პირველ წყალტუბოში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 750 მეტრ გზის მონაკვეთზე დაიგება.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ცენტრალური სტადიონის აღდგენითი სამუშაოებიც. სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარი მოეწყობა და სადრენაჟე სისტემა დამონტაჟდება, დაიდგმება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები ვიპ და პრეს ლოჟებით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი