საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება. ამჯერად ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო კამპანია დღეს ქალაქ ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობებს, სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და პრივილეგიებს, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ, სპეციალური საინფორმაციო ბროშურებისა და თავდაცვის სამინისტროს გაზეთების საშუალებით აცნობენ.
ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ასევე 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.