ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. როგორც მსვლელობაზე პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღნიშნა, „ყოფიერების ფორმა რასაც ოჯახი ჰქვია, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი იმიტომ, რომ ოჯახი, ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის - გნებავთ, ზეცად ამაღლებისთვის".
„ჩვენ ტოტალურად გვესმის სხვადასხვა ქვეყნებში ანტიოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, დაკანონება. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაშიც, მათ შორის, გაშორებების სტატისტიკა არის კატასტროფული და ეს საგანგაშოა", განაცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მრავალათასიანი მსვლელობა დღეს ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს მრევლი ქაშუეთიდანაც შეუერთდა, შემდეგ კი ისინი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც უწმინდესმა დალოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.