საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მეწარმე ქალებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქალბატონებმა. ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია იმ მხრივ, თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფედერაციის წევრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, ააგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და მისი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ფედერაციის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
შეხვედრა წარმატებულად შეაფასეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებმაც. „ეს იყო ძალიან წარმატებული საკომუნიკაციო პლატფორმა“, - ასე შეაფასეს მათ შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან მომავალში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.